პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: მაღალი ალბათობაა, რომ შეთანხმება ვერ შედგეს, თუმცა ვეცდებით

13.11.20 11:00


ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ნათელი და მტკიცეა, რომ ახალი არჩევნების გარეშე ქვეყანაში კონსოლიდაცია ვერ მოხდება. თუ მმართველი გუნდიც ბოლომდე იქნება იმ პოზიციაზე, ერთპარტიული პარლამენტი და გახლეჩილი საზოგადოება სჯობია, ვიდრე ახალი და სამართლიანი არჩევნები, მაშინ ბუნებრივია მაღალი ალბათობა არსებობს, რომ შეთანხმება ვერ შედგეს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლება-ოპოზიციის დიალოგის პირველი რაუდნის დასრულების შემდეგ.

 

“პროცესი და შეთანხმება გულისხმობს იმას, რაც პირველ ეტაპზე მიუღებელია და მიუღწევადია. მე არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება ვერ შედგეს, ამის მაღალი ალბათობაა. იმიტომ, რომ ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ნათელი და მტკიცეა, რომ ახალი არჩევნების გარეშე ქვეყანაში კონსოლიდაცია ვერ მოხდება. თუ მმართველი გუნდიც ბოლომდე იქნება იმ პოზიციაზე, რომ მათი აზრით ამ კრიზისში დარჩენა, ერთპარტიული პარლამენტი და გახლეჩილი საზოგადოება სჯობია, ვიდრე ახალი და სამართლიანი არჩევნები, მაშინ ბუნებრივია მაღალი ალბათობა არსებობს, რომ შეთანხმება ვერ შედგება.

 

ერთი და ორი შეხვედრით ეს პრობლემა ვერ გადაწყდება. ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში და განსხვავებები არის უზარმზარი. ამოცანა არის, რომ თანდათან ვეძებოთ კომპრომისის გამოძებნას, ოღონდ ბუნებრივია, ჩვენი პოზიციაა, რომ რაც ცუდი და უკანონოა, იმის ხარჯზე კომპრომისი ვერ შედგება. მაგრან, ვფიქრობ, რომ კომპრომისის სივრცე არსებობს.

 

სახელისუფლებო გუნდის პოზიციას მე ვერ გავახმოვანებ, ეს ჩემგან არაკორექტული იქნება. მოლაპარაკებებზე ასე არ ხდება, თუმცა ვაფიქსირებ, რომ ჩვენს პოზიციებში დიდი განსხვავებაა. შეთანხმება რთულია, თუმცა ვეცდებით”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები