პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - მადლობას ვუხდი კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერისთვის

13.11.20 12:20


პოლიტიკური დიალოგი დაიწყო, იმედი მაქვს, ის ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სტაბილურობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებშია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს – პანდემიის მიუხედავად ორ მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა საქართველოს წინსვლას, მშვიდობას და სტაბილურობას. უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი!

 

მადლობას ვუხდი ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს დიალოგის მხარდაჭერისთვის! #არჩევნები2020“, – წერს არჩილ თალაკვაძე „ფეისბუქში“

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები