პოლიტიკა

ზვიად ძიძიგური: მეათე მოწვევის პარლამენტში, ოპოზიციას აქვს უფლებები, რომელიც დღემდე არც ერთი მოწვევის პარლამენტს არ ჰქონია

17.11.20 12:40


“კონსერვატიული პარტიის” თავმჯდომარის განცხადებით, მეათე მოწვევის პარლამენტში, ახალი რეგლამენტის მიხედვით, ოპოზიციას აქვს ისეთი უფლებები, რომელიც დღემდე არც ერთი მოწვევის პარლამენტს არ ჰქონია.

 

როგორც ზვიად ძიძიგურმა “ღამის კუეიერში” განაცხადა, თუკი, ოპოზიცია პარლამენტში შევა, მას მეტი ბერკეტი ექნება, თუნდაც 31 ოქტობრის არჩევნების საგამოძიებო კომისია შექმნას.

 

“პარლამენტის 150 წევრიდან, 50 დეპუტატს, თუ გადაწყვეტს რომ შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც არჩევნების კანონიერებას გამოიძიებს, 100-მა დეპუტატმა წინაღმდეგი რომ მისცეს ხმა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

ეს არის ის შემთხვევა, როდესაც 50 წევრს შეუძლია ასეთი კომისიის შექმნა, ოპოზიციას 60 დეპუტატი ჰყავს, პროპორციული სისტემით არჩეული 120 დეპუტატის 52% არის 60-ზე მეტი დეპუტატი. ეს თანაფარდობა, 70/80-ზე როცა გაქვს და მაინც არ შედიხარ პარლამენტში, თან ამ დროებით კომისიას შეუძლია. ეს არის ისეთი უფლებების მქონე ორგანო, რომელსაც შეუძლია მოიწვიოს ექსპერტები, გამომძიებლები, შეუძლია დაკითხვაზე დაიბაროს თამარ ჟვანიადან დაწყებული ყველაზე დაბალი იერარქიის, უბნის კომისიის დამკვირვებლით დამთავრებული და როდესაც ვლაპარაკობთ, რომ 900 ოქმი არის დაუბალანსებელი, როდესაც ამაზე ლაპარაკობს ოპოზიცია და ხელისუფლებაც ამბობს დაუბალანსებელია, ეს ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ 900 ოქმის დოკუმენტაცია ნახოს ამ კომისიამ, თუკი არის დარღვევები. ეს არის მეათე მოწვევის პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც ძალაში უფლებამოსილების მიღებისთანავე შედის”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები