პოლიტიკა

საჭიროა, რომ ეროვნული უსაფრთხოების მთავარი საკითხი იყოს კოვიდთან ბრძოლა - წერეთელი

17.11.20 13:40


ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდვითარებას ეხმაურება.წერეთლის თქმით, ეხლა არის ქვეყნისთვის რთული მომენტი და ამის დასაძლევად საჭიროა მთავრობის მრიდან მეტი ჩართულობა, რესურსების უკეთ მართვა და კომპეტენტური ადამიანებისგან რჩევების მიღება.

 

წერეთელმა აღნიშნა, რომ კოვიდთან ბრძოლა უნდა გახდეს ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი საკითხი.

 

„ძალიან მაღალი ციფრებია საქართველოსთვის, ძალიან მაღალი სიკვდილობაა, შესაბამისად ამას სჭირდება ყველა მიმართულებით გაუმჯობესება, განსაკუთრებით ჩართულობა მეტი, მართვა მეტი, კომპეტენტური ადამიანების მხრიდან რჩევების მიღება და რესურსების უკეთესად განაწილება.

 

ასევე საჭიროა, რომ იყოს კონკრეტული აუცილებელი საკითხები, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგალითად, პირბადეებს, რომლებსაც ეხლა ასე ვაცხადებთ, გაცილებით ადრე უნდა ყოფილიყო ამის გაცხადების აუცილებლობა, რათა აგვეცილებინა ბევრი შემთხვევა.

 

ეხლა არის რთული მომენტი და ეს რთული მომენტი ქვეყანამ უნდა დაძლიოს, ამისთვის არის საჭირო, რომ ეროვნული უსაფრთხოების მთავარი საკითხი იყოს კოვიდთან ბრძოლა.“ - განაცხადა წერეთელმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები