პოლიტიკა

"დარწმუნებული ვარ, მაიკლ პომპეოს ექნება მნიშვნელოვანი გზავნილები როგორც ხელისუფლების მიმართ, ასევე ოპოზიციისა და ჩვენი საზოგადოებისთვის" - სამადაშვილი

17.11.20 15:00


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ მაიკ პომპეო აუცილებლად მოისმენს იმ გზავნილებს, რომელოც ქვეყანაში შექმნილ რთულ პოლიტიკირ ვითარებას შეეხება.


"დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო მდივანი მოისმენს იმ გზავნილებს, რაც ქვეყანაში დემოკრატიასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ეხება.


მოისმენს სრულიად ობიექტური შემფასებლებისგან, როგორებიც არიან არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

ჩვენ ვნახეთ, რომ ვიზიტის გაცხადებული, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების პროცესისთვის ხელის შეწყობაა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო მდივანს ექნება მნიშვნელოვანი გზავნილები როგორც ხელისუფლების მიმართ, ასევე ოპოზიციისა და ჩვენი საზოგადოებისთვის."

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები