პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ მოლდოვას ახლად არჩეულ პრეზიდენტს მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

17.11.20 16:00


„ევროპული საქართველო“ მოლდოვას ახლად არჩეულ პრეზიდენტს მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

 

„ვულოცავთ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას.

ვულოცავთ ასევე, მოლდოველ ხალხს მათი ქვეყნის ძლიერი დემოკრატიული ხარისხის დემონსტრირებას. მოხარული ვართ, რომ მოლდოველმა ხალხმა აირჩია ცვლილებები და ევროპული მომავალი, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის უფლებების უმაღლეს სტანდარტზე, თავისუფლებასა და რეგიონის განვითარებაზე. ვუსურვებთ მაია სანდუსა და მოლდოვას წარმატებას!“- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები