პოლიტიკა

გიგი უგულავა: ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ დავხვდეთ ხვალ მაიკ პომპეოს და რა ფორმით გავმართოთ აქცია

17.11.20 17:20


ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებებს მართავენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით გამართავენ აქციას და როგორ დახვდებიან ხვალ, რუსთაველის გამზირზე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს.

 

როგორც ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განუცხადა, ვინც თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა, ხვალ ამას გააპროტესტებს.

 

„ვინც თვლის, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, უნდა გამოვიდეს, დადგეს და ეს გზავნილი გამოუშვას ამერიკელი საზოგადოების მიმართ”, - განაცხადა უგულავამ.

 

კითხვაზე, ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა ისაუბრეს თუ არა საქართველოში ამერიკის ელჩთან, უგულავა პასუხობს, რომ მასთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.

 

„არანაირი საუბარი ამ თემაზე არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, რადგან აქციის ჩატარებას საკუთარი კონსტიტუციის დაცვით არანაირი შეთანხმება არ სჭირდება არავისთან დედამიწის ზურგზე”, - განაცხადა უგულავამ.

 

დღეს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეწვევა.

 

18 ნოემბერს ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს. ეს იქნება გზავნილი ამერიკის სახელმწიფო მდივნისადმი, რომელიც ამ პერიოდში თბილისში იქნება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები