პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, აშშ უფრო პროაქტიური გახდეს და მხარი დაუჭიროს სამშვიდობო მოლაპარაკებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

18.11.20 17:00


მნიშვნელოვანია, აშშ უფრო პროაქტიური გახდეს და მხარი დაუჭიროს სამშვიდობო მოლაპარაკებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს.

 

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, რეგიონს ახლა ნატო-სკენ კონკრეტული ნაბიჯები და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება სჭირდება.

 

„კავკასია ცვლილებებს განიცდის და მნიშვნელოვანია, რომ აშშ უფრო პროაქტიური გახდეს და მხარი დაუჭიროს შავი ზღვის უსაფრთხოებას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უფრო კონკრეტული ნაბიჯები ნატო-სკენ და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება არის ის, რაც რეგიონს სჭირდება“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები