პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ჩვენი მოთხოვნებით შევდივართ, მოვისმენთ რას გვეტყვიან ჩვენი ამერიკელი პარტნიორები

18.11.20 17:40


ჩვენ, ჩვენი მოთხოვნებით შევდივართ, მოვისმენთ რას გვეტყვიან ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, ვისაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი როგორც ქართული დემოკრატიის, ასევე ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა.

 

„უმნიშვნელოვანესი პროცესია, ყოველგვარი წინასწარი კომენტარების გარეშე მოვისმენთ რაზე იქნება საუბარი, გადმოცემით რომ არ ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხებზე. მოთხოვნები არაერთხელ გვაქვს გაჟღერებული, ვნახოთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები