პოლიტიკა

ზალკალიანი: პომპეოს მოადგილის დარჩენა მანამდეც იყო გათვალისწინებული

18.11.20 18:00


საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მაიკ პომპეოს მოადგილის საქართველოში დარჩენასა და ოპოზიციასთან დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა.

 


როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ფაქტი, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ხვდება ოპოზიციას, კარგია.

 

„უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილის დარჩენა მანამდეც იყო გათვალისწინებული. ჩვენ ვიცოდით, რომ პომპეო მდივანთან ერთად ჩამოვიდოდა და ხვალ გამთენიისას დაბრუნდება უკან.

 

მივესალმები იმ ფაქტს, რომ ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრა გამართოს.

 

ეს იქნება შესაძლებლობა, რომ მათ თავად მოისმინონ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია და ეჭვი არ მეპარება რომ ისინი თავის სათქმელსაც გააჟღერებენ“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

მისი თქმით, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის გზავნილი არის ის, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში და იქ ისაუბროს არსებულ პრობლემებზე.

 

„ერთადერთი ორგანო, სადაც ჯანსაღი დებატები უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრაზე ეს გზავნილი ჩვენი მთავარი პარტნიორის მხრიდან კიდევ გაჟღერდება ძალიან მკაფიოდ“, - დასძინა ზალკალიანმა სატელევიზიო ეთერში.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები