პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: აშშ-ს სურს, რომ კრიზისის გადაწყვეტის გზები იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის ნიადაგზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ დემოკრატიული ინსტიტუტები არ გვაქვს

19.11.20 11:00


ჩვენ გვქონდა შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ისინი საოცრად ინფორმირებული არიან საქართველოში არსებული კრიზისით და არჩევნებზე მიმდინარე სიტუაციით, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ,,რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, აშშ-ს სურს, რომ კრიზისის გადაწყვეტის გზები იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის ნიადაგზე.

 

,,აშშ, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ღრმადაა შეშფოთებული იმ პოლიტიკური კრიზისით, რომელიც საქართველოშია, სურს, რომ გადაწყვეტის გზები იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის ნიადაგზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ აღმოვჩნდით იმ რეალობაში, როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტები არ გვაქვს. ბოლო შესაძლებლობა ამ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის ჩამოგვერთვა 31 ოქტომბერს.

 

ჩვენ გვქონდა შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ისინი საოცრად ინფორმირებული არიან საქართველოში არსებული კრიზისით და არჩევნებზე მიმდინარე სიტუაციით. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ გვქონდეს თავისუფალი არჩევანის უფლება.

 

აშშ, ზოგადად, საუბრობს ინსტიტუციების პატივისცემაზე, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ინსტიტუციები არ არსებობს. ჩვენი გადაწყვეტილება არ იცვლება და ვიბრძოლებთ, რომ საარჩევნო სისტემის მიმართ ნდობა გაჩნდეს,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოში ოპოზიციის მიმართ საერთო გზავნილია, ცვლილებებისთვის ინსტიტუტები გამოიყენონ. დეპარტამენტის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს უთანხმოებების გადალახვასა და საარჩევნო პროცესების გაძლიერებაზე.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები