პოლიტიკა
19.11.20 12:20
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი არის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები ისე, როგორც არასდროს არის ძლიერი და აშშ დგას საქართველოს, ქართველი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, აშშ-ის გვერდით დგომა განსაკუთრებით ფასეულია გლობალური პანდემიის დროს, როდესაც მსოფლიოს წინაშე დიდი პრობლემები და გამოწვევებია.
„ასეთ დროს აშშ-ის მთავრობა ძალიან გვეხმარება და გამოხატავს მკაფიო მზადყოფნას, რომ წინ წავწიოთ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტი თავისთავად არის იმის აღიარება, რომ ჩვენს ქვეყნებს ძლიერი სტრატეგიული, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები გააჩნია.
მისივე თქმით, ეს ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ბიზნესისთვის, რადგან ბიზნესი დიდ ყურადღებას აქცევს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ აქტებს, რომლებიც მიანიშნებს, რომ საქართველო ამერიკული ბიზნესებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა.
„შეგახსენებთ, სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესკლიმატი. ასევე, გასულ წელს ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტების მიერ დამტკიცებულ საქართველოს მხარდამჭერ კანონპროექტს, რომელშიც დიდი ბლოკი ეთმობა ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხს და ერთგვარი მოწოდებაცაა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლების მიმართ, რომ დააჩქარონ პროგრესი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ერთობლიობაში ეს ყველაფერი ქმნის მოცემულობას, რომ საქართველოში ამერიკელი ინვესტორების აქტივობა გაიზარდოს, თუმცა ხაზგასასმელია, რომ საინვესტიციო თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის დღესაც საკმაოდ მაღალ დონეზეა.
„სტატისტიკური მონაცემებით, პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის ორივე კვარტლის მონაცემებით, აშშ არის ტოპ სამეულში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. საუბარია საქართველოში განხორციელებულ დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე ამ ურთულეს პერიოდში. ეს არის მთელი რიგი პროექტები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში“, – დასძინა ნათია თურნავამ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24