პოლიტიკა

ომბუდსმენი: მოვუწოდებ სახელმწიფოს, ნამახვანჰესზე ყველა კითხვას გასცეს პასუხი

23.11.20 11:30


ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია, ნამახვანჰესის მშენებლობის გარშემო არსებულ ბუნდოვანებასა და ადგილზე რიონის ხეობის მოსახლეობის უწყვეტ აქციას Facebook-ით ეხმიანება.

 


"სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გაატარონ ყველა შესაძლო ღონისძიება, რათა დასაბუთებული პასუხი გაეცეს ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და დაინტერესებული საზოგადოების ლეგიტიმურ კითხვებს ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის მოსალოდნელ ზეგავლენასთან დაკავშირებით და არ დაუშვან პროექტის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ყველა ასპექტის კვალიფიციური და სრულყოფილი შესწავლის გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში.

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 29-ე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობის თქმით კაშხლის მშენებლობა 500-ზე მეტ ჰექტარს წყლით დაფარავს. თურქულ კომპანია "ენკას" ადმინისტრაციასთან დღესაც ასეულობით ადამიანია შეკრებილი - ისინი 105-მეტრიანი კაშხლის აშენებას ეწინააღმდეგებიან.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები