პოლიტიკა

გიორგი კანდელაკი: ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“, რომ გონივრული კომპრომისით მოვიდნენ

23.11.20 13:40


ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“, რომ მოვიდნენ გონივრული კომპრომისით, თუ როგორ და როდის ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საზოგადოების ნებას ასახავს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კანდელაკმა ევროკავშირის განცხადებაზე გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ მათთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი საზოგადოების დაკვეთაა.

 

„ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით ამ კონკრეტულ განცხადებას, მაგრამ ამავე დროს, არანაკლებად თუ უფრო მეტად არა, მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების დაკვეთა და ჩვენს ხელთარსებული გაზომვადი მტკიცებულებები. დიალოგი ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობით გაგრძელდება. ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“, რომ მოვიდნენ გონივრული კომპრომისით, თუ როგორ და როდის ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საზოგადოების ნებას ასახავს“, - განაცხადა კანდელაკმა.

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გუშინ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და მომავალი არჩევნებისთვის უკეთესი საფუძველი შექმნან.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები