პოლიტიკა
07.12.20 10:45
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარე კვირაში უნდა გაიმართოს. კანონმდებლობის შესაბამისად, პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა დანიშნოს.
საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ათი დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს. ცესკო-მ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 3 დეკემბერს გამოაქვეყნა და ცხრა პოლიტიკურ პარტიაზე საპარლამენტო მანდატები გადაანაწილა.
რაც შეეხება პირველი სხდომის პროცედურულ ნაწილს, პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ ცესკო არჩეულად გამოაცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედს. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა კი შეიძლება, გაიხსნას, თუ მას დაესწრება ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
რეგლამენტის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას გახსნის საქართველოს პრეზიდენტი. სხდომას ასევე დაესწრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
პირველი სხდომის გახსნის შემდეგ, პრეზიდენტი სიტყვას მისცემს პარლამენტის ასაკით უხუცეს წევრს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება სხდომას.
ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შედის, რომელთაგან რვა ოპოზიციური პარტიაა, ერთი „ქართული ოცნება“. პარლამენტში 90 დეპუტატი ხელისუფლებას ეყოლება, 60 – ოპოზიციას. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და ხელისუფლების წინაშე საკუთარ მოთხოვნებს აყენებენ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 298
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24