პოლიტიკა

ნიკა მელია: მოლაპარაკებები გრძელდება, ვიდრე ხელისუფლება არ იტყვის, მოდის თუ არა კომპრომისზე

07.12.20 11:00


პარტია “ლელოს“ ოფისში ოპოზიციურ პარტიებს  შორის შეხვედრა შედგა. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა  მელიას თქმით,  ჯერჯერობით, ხელისუფლების მხრიდან არის მხოლოდ დუმილი.

 

შეხვედრები ყოველდღიურად იმართება. ეს ასე იქნება მანამ, სანამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიცია უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილების მიღება დაგვჭირდება მომავალ კვირას.

ძალიან მალე შედგება ხელისუფლებასთან მორიგი შეხვედრა ელჩების ფასილიტაციით, სადაც გადაწყდება ბევრი რამ – ვაპირებთ დავძლიოთ პოლიტიკური კრიზისი თუ არ ვაპირებთ ანუ აპირებს ხელისუფლება აღიაროს, რომ პოლიტიკური კრიზი მან შექმნა და ახლა საჭიროა კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმება, დათმობაზე წამოსვლა, თუ ხელისუფლებას კვლავ ეშინია თავისუფალი არჩევნების ჩატარება. მოლაპარაკებები გრძელდება, ვიდრე ხელისუფლება არ იტყვის მოდის თუ არა კომპრომისზე. უახლოეს პერიოდში ძალიან ბევრი რამ გადაწყდება“, –  განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები