პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი კორუფციულ სკანდალში ეხვევა - ტიკარაძემ "ოცნების" შემომწირველ კომპანიას ბიჯეტიდან 83 093 ლარი გადაუხადა

07.12.20 11:45


ჯანდაცვის მინისტრი კორუფციულ სკანდალში ეხვევა - გამომძიებელმა ჟურნალისტმა და ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კაპანაძემ გაარკვია, რომ ეკატერინე ტიკარაძემ, ათი ათასობით ლარი "ქართული ოცნების" შემომწირველ კომპანიას გადაუხადა, რომ აუქციონიც კი არ ჩაუტარებია.

 

მინისტრის გადაწყვეტილებით. საქართველოს მოქალაქეების ფული - 83 093 ლარი ახლა კომპანია "გრინ სისტემსში" წავა.


24 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ჯანდაცვის სამინიტრომ კომპანიას თანხა წინასწარ უნდა გადაუხადოს, სანაცვლოდ კი "გრინ სისტემს"-მა სამინისტროს ე.წ მარშრუტიზატორები უნდა მიაწოდოს.


"ათასობით ადამინი იმყოფება შიმშილის ზღვარზე - ამ დროს მინისტრი ტიკარაძე მათი მდგომარეობის შემსუბუქებაზე კი არ ფიქრობს, ფიქრობს კორუფციაზე და თუ როგორ დაუბრუნოს ფული იმ კომპანიას, რომელმაც "ქართულ ოცნებას" ჯამში 70 000 ლარი შესწირა. სწორედ ამიტომ გააფორმა ტიკარაძემ კონტრაქტი", - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კაპანაძე.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები