პოლიტიკა

დაპირისპირება გრძელდება: "ამ სისტემის ნაწილი აღარ ვიქნები, ცალკე გავაკეთებ გირჩს"

07.12.20 13:00


გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი და ხვიჩიას, მეგრელიშვილის, რაქვიაშვილის გზები გაიყო.

 


"გირჩს აქვს თავისი სისტემა, რომლიდანაც მე გავალ უბრალოდ. ჩვენ გვაქვს რაღაც პორტალი, სადაც ცალკე სისტემა გვაქვს აწყობილი, რომელზეც იყო დაშენებული ბევრი რაღაც. მე შევთავაზე მათ, მე მაინტერესებდა ერთადერთი სახელი და გირჩის ფეიჯი, შევთავაზე, რომ გადაგვეწყვიტა ან დემოკრატიული გზით და ჯგუფ ბაბლში ხმის მიცემა ყოფილიყო ან GeD-ების სისტემით, რომელიც ჩვენი შექმნილია. საბოლოო ჯამში პასუხი არ გამცეს და ჩავთვალე, რომ უარია. მე ამ სისტემის ნაწილი აღარ ვიქნები, ცალკე ახალ სისტემას ავაშენებ და გავაკეთებ გირჩს", - აცხადებს ჯაფარიძემ.

 

ის თანაგუნდელებთან დაპირისპირების მიზეზებზე არ საუბრობს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ გირჩის წარმატებამ პრობლემები გააორმაგა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები