პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი - ექიმების გარეშე არ დავრჩებით

07.12.20 13:20


ექიმების გარეშე, მათი ინფიცირებიდან გამომდინარე, არ დავრჩებით, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში არის 6.5%, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი.

 

„მანამდე გვქონდა 11%-ზე მეტი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რეაგირებს იმ პრობლემებზე, რომლებიც არის. ჩვენ გადავამზადეთ ოჯახის და სოფლის ექიმების 90% , ასევე ზაფხულის პერიოდში გადავამზადეთ 43 კლინიკის ექიმი. ჩვენ ამ ტრენინგებს ვაგრძელებთ და მათი ჩატარება არც ისე რთულია, რომ მათი წესების აღსრულება ან დაცვა ვერ მოხერხდეს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები