პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე: სამწუხაროდ, ჩვენ მთავარ მოთხოვნებზე კომპრომისი არ ჩანს

07.12.20 17:40


სამწუხაროდ, ჩვენ მთავარ მოთხოვნებზე, კომპრომისი არ ჩანს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, მოლაპარაკება თუ არ შედგა ჩვენი სახელმწიფო ძალიან მძიმე დღეში აღმოჩნდება.

 

აბსოლუტურად გულწრფელად მინდა გიპასუხოთ, ჯერ ერთი ფასილიტატორების თხოვნაა, რომ დეტალებში არ შევიდეთ, მეორე რომ დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნების შესახებ ჰორიზონტზე კომპრომისი გამოჩნდა, არა. სამწუხაროდ, ჩვენ მთავარ მოთხოვნებზე კომპრომისი არ ჩანს. არის მთავარი საკითხი, რომლის შემდეგაც რაღაცაზე შეიძლება ილაპარაკო და არის ასევე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მთავარი საკითხის გარეშე ვერ გადაწყდება.

მოლაპარაკება თუ არ შედგა ჩვენი სახელმწიფო ძალიან მძიმე დღეში აღმოჩნდება“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებები თითქმის 6 საათს გაგრძელდა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები