პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: მზად ვართ მოლაპარაკების იმდენი რაუნდი გავმართოთ, რამდენიც საჭირო იქნება

08.12.20 10:45


საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი არის. 

 


„საინტერესო დისკუსია გვქონდა გუშინ. შევეხეთ ყველა პოლიტიკურ საკითხს.

გარკვეულ საკითხებში პროგრესს მივაღწიეთ. დისკუსია დღესაც გაგრძელდება, რაც გვაჩვენებს, როგორ ვიმოქმედებთ სამომავლოდ. გავაგრძელებთ მუშაობას შეთანხმების მისაღწევად, რადგან საპარლამენტო სესიის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. მზად ვართ მოლაპარაკების იმდენი რაუნდი გავმართოთ, რამდენიც საჭირო იქნება“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები