პოლიტიკა
08.12.20 11:15
ძალიან რთულია, იყო სანდო და კონსტრუქციული ოპოზიცია, როდესაც შენ პარლამენტის გარეთ ხარ, – ეს განცხადება პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით, პირადად არაერთხელ მიმართა ორივე მხარეს, მოიძებნოს კონსენსუსი.
„შეშფოთებული ვარ პარლამენტის ბოიკოტის შესაძლებლობით, რადგან ჩემი პოლიტიკური გამოცდილება აჩვენებს, რომ პარლამენტი არის მნიშვნელოვანი პლატფორმა პლურალიზმისთვის. ძალიან რთულია, იყო სანდო და კონსტრუქციული ოპოზიცია, როდესაც შენ პარლამენტის გარეთ ხარ. მაგრამ ცხადია, ყველაფერი პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული. პარლამენტის გარეთ დარჩენა ორივე მხარისთვის ნიშნავს დაძაბულობისა და კონფლიქტის გაღრმავებას.
ეს კი საგარეო გამოწვევების გათვალისწინებით, ძალიან რთულია. საქართველოს მეგობრების გადმოსახედიდან ეს ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, ყველაფერი ქართველების გადასაწყვეტია. როგორც წესი, უფრო მეტი გაკეთება მოეთხოვება მმართველ პარტიას. ბურთი, როგორც წესი, მათ მოედანზეა“, – აცხადებს პოლონელი ევროდეპუტატი.
მისი თქმით, პარლამენტის არჩევნების შესახებ საქართველოდან, კენჭისყრამდეც ბევრი საგანგაშო სიგნალი მოდიოდა.
„ეს შემაშფოთებელია. იმ ადამიანებისთვის და მათ შორის ჩემთვისაც, ვინც თანამშრომლობს საქართველოსთან, რომელთაც აწუხებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მხოლოდ კარგი უნდა ქართველებისთვის და ზოგადად საქართველოს სახელმწიფოსთვის ყველა მისწრაფებაში, უპირველეს ყოვლისა კი, ცხადია, უსაფრთხოების სფეროში. ასევე ჩვენ გვსურს საქართველოს მოქალაქეების სოციალ- ეკონომიკური კეთილდღეობაც“, – განაცხადა ფოტიგამ.
პოლონელი ევროდეპუტატის თქმით, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანია იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ის ასევე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ მოძებნოს კონსენსუსი და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ საქართველოს წინაშე არსებულ საგარეო საფრთხეებს გავითვალისწინებთ. მე პირადად რამდენჯერმე მივმართე ორივე მხარეს, თუ არსებობს კანონიერი შესაძლებლობები 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისთვის, ეს იქნებოდა ძალიან კარგი. ცხადია, ჩემი საქმე არ არის გამოსავლის გზის მითითება, თუმცა ბევრი მიიჩნევდა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გაწერილი ყველა საკითხი არ შესრულებულა. ამიტომ, მტკიცე რჩევა იქნება, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს“, – ამბობს ფოტიგა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24