პოლიტიკა

პოლიტიკური ბოიკოტი შედგება... თუ ვინმე შეძვრება იმ პარლამენტში, შეძვრება პირდაპირ ვოლსკის კაბინეტში - უგულავა

08.12.20 11:45


7 დეკემბერს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების მესამე რაუნდი გაიმართა, რა დროსაც მხარეების შეთანხმება ვერ მოხდა და კიდევ ერთი რაუნდი ჩაინიშნა, რომელიც უკვე დღეს გაიმართება.


ოპოზიცია მყარ პოზიციაზეა და ხელახალ არჩევნებს ითხოვს, რაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია და როგორც თავად აცხადებენ, ეს მათთვის წითელი ხაზია.


"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას შეფასებით, ეს სიტუაცია ოცნების გუნდის ლიდერებს მოსწონთ, ოპოზიცია კი თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის:


"გამოდის მმართველი გუნდი და თავის წითელ ხაზებზე ლაპარაკობს. მემგონი ეს რაღაც ცალკარას თამაში ბატონ არჩილს და კობახიძეს ძალიან მოსწონთ და არ მგონია ეს სწორი იყოს. პოლიტიკური ბოიკოტი შედგება და თუ ვინმე შეძვრება იმ პარლამენტში, ეს მისი პოლიტიკური რისკია, იმიტომ, რომ პარლამენტში კი არ შეძვრება პირდაპირ ვოლსკის კაბინეტში", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები