პოლიტიკა

კობახიძე არის ბრიყვთა შორის ბრიყვი, თუ უნდა, რომ პოლიტიკური კრიზისი შემცირდეს, მაშინ სხვა ენით ილაპარაკოს - ოქრუაშვილი

10.12.20 11:30


"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, თუ ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა უნდა, მაშინ სხვა ენაზე უნდა დაიწყოს საუბარი და უტლიმატუმების წამოყენებას შეეშვას:


"კობახიძე არის ბრიყვთა შორის ბრიყვი "ქართულ ოცნებაში" ივანიშვილმა განსაკუთრებული ამ ნიჭით შეარჩია ეს ადამიანი. შეუძლებელია, რომ ასეთი რაღაც სტანდარტებით და მიდგომებით ელაპარაკო ოპოზიციას, რომ გაგიუქმებთ დაფინანსებას, რეგისტრაციას. თუ ესე უნდათ კიბატონო, ჩვენც გადავალთ სხვა რელსებზე, მაგრამ არ გამოვა ესე, თუ უნდათ, რომ პოლიტიკური კრიზისი შემცირდეს, მაშინ სხვა ენით ილაპარაკონ", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ იმ პარტიების დაფინანსების შეწყვეტაზე ისაუბრა, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, ხოლო დეპუტატებისთვის, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებენ, მანდატების ჩამორთმევის გარანტია მისცა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები