პოლიტიკა
10.12.20 11:45
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ადამიანის უფლებათა დღე გვახსენებს, რომ ადამიანის უფლებების ხელშეწყობა და დაცვა უნდა დარჩეს ევროკავშირის მუშაობის მთავარ პრიორიტეტად როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.
ჩვენ ვერ ვიქნებით გულდამშვიდებულები. კრიზისული სიტუაციები განსაკუთრებული გამოცდაა ადამიანის უფლებების რეალიზაციისა და დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემისათვის. „კოვიდ-19“-ის მიმდინარე პანდემია და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებების დაცვაზე, აძლიერებს არსებულ უთანასწორობას და ზრდის ზეწოლას მოწყვლად სიტუაციებში მყოფ პირებზე.
ევროკავშირი მზად არის, იმუშაოს ქართველ პარტნიორებთან გამოვლენილი მოწყვლადობის მოსაგვარებლად და შემდგომი რისკების შესამსუბუქებლად.
ჩვენი ვალდებულება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით უცვლელად მტკიცეა. ამ კვირაში ჩვენ ვაანონსებთ ხუთ ახალ პროექტს, მათ შორის ჩვენი პროგრამის „ევროკავშირი ადამიანის უფლებებისთვის“ (EU4 Human Rights) ფარგლებში.
ეს ძალისხმევა ხელს შეუწყობს საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებს, პარლამენტს, ადგილობრივ ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, უზრუნველყონ ადამიანის უფლებები და მონიტორინგი გაუწიონ მათ, გააძლიერონ ბავშვთა უფლებების დაცვა, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა, უმცირესობების უფლებები, მონაცემთა დაცვა და გააფართოონ სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება.
წინ ბევრი სამუშაო გველის. ამ ახალი დახმარების დაწყება ახალი მთავრობისა და პარლამენტის მუშაობის დაწყებას ემთხვევა და ველოდებით ახალი, 2020 წლის შემდგომი, ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და მისი თანმხლები სამოქმედო გეგმის მიღებას.
რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა მიიღო ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ახალი სამოქმედო გეგმა 2020-2024 წლებისთვის, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ამბიციის დონეს და ყველა მესამე ქვეყანასთან ურთიერთობაში ჩვენს პრიორიტეტებს აწესებს.
ამ სამოქმედო გეგმით ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მტკიცე მზაობას ხელი შეუწყოს საყოველთაო ღირებულებების წინ წამოწევას. ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა კვლავაც იქნება ევროკავშირის შიდა და გარე პოლიტიკის ყველა ასპექტის საფუძველში.
ინვესტიცია ადამიანის უფლებებში, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში აუცილებელია უფრო სამართლიანი, უფრო მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების მისაღწევად. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას, ამ პროცესში საქართველოს გვერდში ედგას“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 298
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24