პოლიტიკა

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევაში, “ქართული ოცნება“  დროებით საგამოძიებო კომისიას ვერ შექმნის

10.12.20 13:20


ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში, “ქართული ოცნება“ დროებით საგამოძიებო კომისიას ვერ შექმნის.

 

პარლამენტის რეგლამენტი პირდაპირ ითვალისწინებს, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა და ოპოზიცია უნდა იყოს ან თანაბარი რაოდენობით (ნახევარ-ნახევარი) ან ოპოზიცია უნდა იყოს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

სხვანაირად კომისია ვერ შეიქმნება. შესაბამისად, თუკი პარლამენტში “ქართული ოცნების“ გარდა არავინ შევა, ასეთი კომისია პარლამენტში ვერ ამოქმედდება.

 

ამასთან, თეორიულად შესაძლებელია, “ქართულმა ოცნებამ“ რეგლამენტის ამ მოთხოვნას გვერდი აუაროს - კერძოდ კი, ოპოზიციის ის წარმომადგენლები, ვინც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადებას არ დაწერენ, როგორც პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები კომისიის შემადგენლობაში ფორმალურად შეიყვანონ.

 

 

როგორც “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტში არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც საარჩევნო უბნებს გადათვლის. მისი თქმით, “ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, გადახრის გამოვლენის შემთხვევაში, ის პოლიტიკურ საქმიანობას შეწყვეტს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები