პოლიტიკა

გახარია: ქვეყანამ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა

10.12.20 13:40


„დღეს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს, რომელთა მხარდაჭერით, პანდემიის პირობებში, ვინარჩუნებთ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს და ვაგრძელებთ ახალ გამოწვევებთან გამკლავებას“ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

 

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ყველა გულშემატკივარს, რომელთა მხარდაჭერით, პანდემიის პირობებში, ქვეყანა ინარჩუნებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს და აგრძელებს ახალ გამოწვევებთან გამკლავებას.

 

„ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით, გავაგრძელებთ ადამიანის უფლებათა დაცვის არსებული მექანიზმებისა და აღსრულების გაძლიერებას, მყარი ინსტიტუციური გარანტიების შექმნას“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები