პოლიტიკა

ლევან იზორიამ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატთან ფრიდრიხ მერცთან შეხვედრა გამართა

10.12.20 14:00


საქართველოს ელჩმა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის (CDU) თავმჯდომარეობის კანდიდატთან ფრიდრიხ მერცთან.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში არსებული გლობალური პანდემიით გამოწვეული ვითარების შესახებ და ხაზი გაუსვეს საერთო ძალისხმევის აუცილებლობას კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე.

 

მათივე ცნობით, ელჩმა აღნიშნა გერმანიისა და ევროკავშირის მიერ, ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარების მნიშვნელობა.

 

“შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები.

ასევე აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველო-გერმანიას შორის ტრადიციულად მეგობრულ ორმხრივ ურთიერთობებს და აღინიშნა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები