პოლიტიკა

ხვალ ჩატარდება აუცილებლად ერთპარტიული, ჩრდილოკორეული სხდომა - ელენე ხოშტარია

10.12.20 14:40


"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მე-10 მოწვევის პარლამენტის ხვალინდელ შეკრებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ცალკეული ადამიანების "ოცნებაში" გადასვლა ოპოზიციის ერთიანობას ვერ დაარღვევს. მისი განცხადებით ხვალინდელი ჩატარებული სხდომა ჩრდილოკორეული შეკრება იქნება:"ოპოზიცია ერთიანია. ცალკეული ადამიანების ოცნებაში შესაძლო გადასვლა არ არღვევს ერთიანობას. იმიტომ რომ არა ერთი პარტია დგას პრინციპულად ერთ პოზიციაზე. თავად იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, კერძოდ ალეკო ელისაშვილს უჭირს როგორც ჩანს, იმიტომ რომ თავს იმართლებდა, თან რაღაც აგრესიული ფორმით. ეს მისი საქმეა და მან უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა, თუმცა ხვალ ჩატარდება აუცილებლად ერთპარტიული, ჩრდილოკორეული სხდომა. ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად უდიდესი მცდელობებისა ამ ერთიანობის რღვევა, მაინც ვერ მოახერხეს და მაინც იქნებიან ხვალ მარტო. თუ ცალკეული ადამიანები გადავლენ ოცნებაში, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ოპოზიციის ერთიან ბრძოლას არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს", - განაცხადა ხოშტარია.

 

 

 

წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები