პოლიტიკა

ხვალ ვაპირებთ განცხადებების დაწერას და სიების ჩახსნას - ხატია დეკანოიძე

10.12.20 15:20


ნაციონალური მოძრაობის წევრები, ისევე როგორც ოპოზიციის დიდი ნაწილი მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებების დაწერას გეგმავენ.


განცხადება ამ თემაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

 

მისი თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილებასაც კი მმართველი გუნდი საკუთარი სურვილის შესაბამისად განახორციელებს.

 

"ცოტა წინააღმდეგობრივი განცხადებები გვესმის იმ პოლიტიკოსებისგანაც და იმ პარტიებისგანაც, ვინც ცოტა ჩამოყალიბებული არ არის და საუბრობდა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის გადმოგდებულ ნამცეცებზე შეიძლება დათანხმებულიყო.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იმ საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებებზე კობახიძემ ძალიან გასაგებად და დამცინავად უპასუხა, რომ ჩვენ თვითონაც მივიღებთ ამ ცვლილებებსო, ანუ მიიღებენ ისე, როგორც მათ სურთ.

 

ხვალ ვაპირებთ განცხადებების დაწერას და სიების ჩახსნას, როგორც ეს არის კანონმდებლობის ნორმით გათვალისწინებული. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კობახიძე მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ღიად და რეპრესიებით დაემუქრა მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას, რომ რეგისტრაციიდან ჩახსნიდა და ყველა იმ ადამიანს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებსაც, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი", - განაცხადა დეკანოიძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები