პოლიტიკა

მე-10 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის

11.12.20 10:45


მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას მოიხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე, მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

 

პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს.

 

პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა წარედგინოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან არაუგვიანეს მე-9 დღისა, რის შემდეგაც განხილვის პროცესი კომიტეტებსა და ფრაქციებში დაიწყება.

 

ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

 

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

 

მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას დღეს, 11 დეკემბერს გამართავს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები