პოლიტიკა
11.12.20 11:00
ირლანდიის პარლამენტში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და საქართველოს მხარდაჭერა გამოხატეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
„10 დეკემბერს ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზურაბაშვილმა სიტყვით მიმართა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის წევრებს, სადაც წარიმართა მსჯელობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე.
სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ელჩმა კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე და ამ კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, ისაუბრა ოკუპაციის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ რთულ გამოწვევებზე, უკანონო დაკავებებსა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. გიორგი ზურაბაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქმედითი რეაგირების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ დესტაბილიზაციისკენ მიმართული ამ ნაბიჯებით და ევროპაში სუვერენული საზღვრების შეცვლის მცდელობით, რუსეთის ფედერაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპის კონტინენტზე. მან მადლობა გადაუხადა ირლანდიის მხარეს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ირლანდიელი მონიტორების საქმიანობისთვის და ირლანდიის პარლამენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რაც პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციით გამოიხატა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და ისაუბრა ამ პროცესის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა ირლანდიის პარლამენტის წევრებს ასევე გააცნო ის წარმატებები და პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ირლანდიის მხარეს მხარდაჭერისთვის. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან მეტი ფიზიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით ახალი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.
„ქვეყანა პროგრესირებს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. მთავრობის ძლიერი ხელმძღვანელობა, რომელიც ეფუძნება ქვეყნის მისწრაფებებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ და რაც ასევე მტკიცედ არის ასახული ჩვენს კონსტიტუციაში, აღწევს წარმატებას. მმართველმა გუნდმა გააკეთა გამოაცხადა განზრახულობა 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს შესახებ. ევროპული ფასეულობები არის ის, რაც ზუსტად განსაზღვრავს საქართველოს ევროპულ გზას. ჩვენ, ქართველები, ზუსტად იგივე ღირებულებებს ვიზიარებთ, რასაც თქვენ და ჩვენი საერთო წარსული, ჩვენი საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, დარწმუნებულნი ვართ, რომ მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების გაძლიერებით შეგვიძლია ორივეს წინსვლა და შემდგომი განვითარება“, – აღნიშნა ელჩმა.
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, გიორგი ზურაბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ირლანდიის საელჩოს გახსნის აუცილებლობას, მით უფრო, როდესაც ირლანდია გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი ქვეყნა ხდება და შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების კუთხით.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ირლანდიის პარლამენტის წევრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, რაც არაერთხელ იქნა ასახული ირლანდიის პარლამენტის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 298
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
13:4629.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
13:2529.04.24
-
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება
13:1929.04.24
-
12:5529.04.24
-
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში დღეს აქცია გაიმართება
12:2329.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - არის დრო ერთად დგომის და შემართების
12:0029.04.24
-
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ
11:4029.04.24
-
11:2029.04.24
-
დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება
11:0029.04.24
-
10:3429.04.24
-
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე დაიწყო
10:1029.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
9:4429.04.24
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24