პოლიტიკა

ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს მოპარული არჩევნების გაფორმებაზე, მოლაპარაკებები გაგრძელდება, თუ ამის საჭიროება იქნება - ნიკა მელია

11.12.20 11:15


გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს მოპარული არჩევნების გაფორმებაზე და არავინ მიიღებს მონაწილეობას არც ერთ საპარლამენტო სხდომაში.

 

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ყველა პროცედურა, რაც საჭირო იქნება, ამოიწურება, დაწყებული სიების განულებით, დასრულებული პერსონალური განცხადებებით.

 

„ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს მოპარული არჩევნების გაფორმებაზე და არავინ მიიღებს მონაწილეობას არც ერთ საპარლამენტო სხდომაში. ყველანი უარს ვამბობთ ფიზიკურად იქ გამოცხადებაზე, რომელი დღეც არ უნდა იყოს. ეს ყველაფერი ხვალვე ამოიწურება, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩეს. მოლაპარაკებები გაგრძელდება, თუ ამის საჭიროება იქნება. ოპოზიცია მზად არის და იქნება ყოველთვის მოლაპარაკებისთვის. ჩვენ ვიცავთ ქართველი ხალხის, ამომრჩევლების პოზიციას. ქართველი ხალხის პოზიცია არის, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები.

კობახიძეს აქვს მცდელობა, მოლაპარაკების პროცესი თავისი უტაქტო პრესკონფერენციებით ჩაშალოს, მაგრამ ოპოზიცია იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს პასუხისმგებლობიანი პოზიცია. ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას, უკვე მას შემდეგ, რაც გავაფორმებთ უარს პარლამენტში შესვლაზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები