პოლიტიკა

თუ ვინმე იუდას როლის შესრულებას გადაწყვეტს, მისი არჩევანია — უგულავა

11.12.20 11:45


ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერმა, გიგი უგულავამ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი იუდას შეადარა. მან განაცხადა, რომ იუდას როლში ყოფნა მათი არჩევანია და ამაში წარმატებას ვერ უსურვებს.

 


"მათ მე ვერ ვუსურვებ წარმატებას, იმიტომ, რომ ისეთი ნაბიჯის გადადგმას აპირებენ რომელიც საკუთარ თავს და ქვეყანასაც დააზიანებს, მაგრამ, ბოიკოტი მაინც შედგება. მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა პროცესს ყავს თავისი იუდა. თუ ვინმე ამ როლის შესრულებას გადაწყვეტს, ძაან უმადური როლია ისტორიულად, ცნობილია, მაგრამ, გადაწყვიტეს და ეს მათი არჩევანია.

 

ბოიკოტი შედგება, იმიტომ, რომ ვთვლით, რომ არჩევნები გაყალბებულია და გაყალბებული არჩევნების "გაპრავება" ვერანაირად ვერ მოხდება. გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება აუცილებლად მივა ამ რიგგარეშე არჩევნებამდე", - განაცხადა გიგი უგულავამ პალიტრანიუსის ეთერში.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები