პოლიტიკა

ყველა სასტუმროს, ვინც საახალწლოდ ელოდება სტუმრებს, შევახსენებთ, რომ შეზღუდვების დაცვა მკაცრად მოგვიწევს - თურნავა

17.12.20 12:40


ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტული ინდუსტრია, სადაც შეზღუდვები ნაკლებად გავრცელდა, განსაკუთრებით ემზადებიან ახალი წლისთვის. თურნავა მოუწოდებს მათ, რომ მკაცრად დაიცვან მთავრობის მიერ დადგენილი რეგულეციები, რომლის თანახმადაც მკაცრად იკრძალება კულტურული ღონისძიებები მაყურებლის დასწრებით:

 


"მოდის ახალი წელი, ბუნებრივია ჩვენი ტურისტული ინდუსტრიაც იქ სადაც შეზღუდვები მასზე არ გავრცელდეა ასევე ემზადება ამისთვის, მაგრამ ყველას შევახსენებ, განსაკუთრებით სასტუმროებს ეხება ეს, რომ არსებობს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომლის თანახმადაც მკაცრად იკრძალება კულტურული ღონისძიებები მაყურებლის დასწრებით, აქედან გამომდინარე ყველა სასტუმროს, ვინც საახალწლოდ ელოდება სტუმრებს, შევახსენებთ, რომ ეს შეზღუდვა არის დაწესებული მისი დაცვა მკაცრად მოგვიწევს და რა თქმა უნდა ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ეს ახალი წელი არის განსხვავებული, ეს ახალი წელის შედგება იმ ფონზე, როცა ჩვენ ყოველდღიური სიკვდილიანობა ჯერ-ჯერობით საკმაოდ მაღალი გვაქვს", - თქვა ნათია თურნავამ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები