პოლიტიკა

პრემიერი ოპოზიციაზე - შეთავაზება მექნებოდა ერთი: დროზე შევიდნენ პარლამენტში

29.12.20 11:45


პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციურ სპექტრს პარლამენტში შესვლა კიდევ ერთხელ შესთავაზა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას მოქალაქეები შემდგომ არჩევნებზე შესაბამისად შეაფასებენ.

 

„შეთავაზება მექნებოდა ერთი - დროზე შევიდნენ პარლამენტში, ჩვენმა მოქალაქეებმა რა პასუხისმგებლობაც დააკისრეს, ის პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღონ და შეასრულონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეები შესაბამის შეფასებას მისცემენ შემდგომ არჩევნებზე. ამაში დარწმუნებული ვარ, ყველანაირი ირონიის გარეშე. მე არ მითქვამს, რომ ყველას დაავიწყდება, რა იყო მნიშვნელოვანი, თქვენ ასევე არ დაგავიწყდებათ, კიდევ ბევრ ადამიანს არ დაავიწყდება, მათთვის ქვეყნის პრიორიტეტების სიაში შეიძლება იყოს ეს საკითხი. ჩემთვის პირველ ადგილზე იქნება ჩემი მოქალქეების ჯანმრთელობა და მათი სამუშაო ადგილები“,-განაცხადა გახარიამ.

 

კითხვაზე, ხომ არ მართავს ხელისუფლება მოლაპარაკებებს პარტია "მოქალაქეების" ლიდერ ალეკო ელისაშვილთან, გახარიამ განმარტა, რომ არავისთან მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს.

 

„მე არავისთან მოლაპარაკებებში არ ვმონაწილეობ და არავითარი მოლაპარაკებების შესახებ არ ვიცი“,-განაცხადა გახარიამ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები