პოლიტიკა

ამას პოლიტიკურ კრიზისს ვერ დავარქმევ, პარლამენტი და მთავრობა ფუნქციონირებს - გიორგი გახარია

29.12.20 13:00


პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას აფასებს და აცხადებს, რომ ეს არ არის პოლიტიკურ კრიზისი . მისი თქმით, ახლა პრიორიტეტული პანდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაა. ამ თემაზე მან კითხვას საკოორდინაიცო საბჭოს ბრიფინგზე უპასუხა.


"გულწრფელად, მერწმუნეთ, რომ ადამიანურად მართლა ვთვლი, რომ ეპიდემილოგიური კრიზისი დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მე მესმის, რომ პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ასევე მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არის ძალზედ მოკლევადიანი, მიმდინარე და მე ვერც დავარქმევ ამას კრიზისს, პარლამენტი ფუნქციონირებს, მთავრობა ფუნქციონირებს, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში შეზღუდული არ არის, დემოკრატიული პროცესი ვითარდება", - განაცხადა გახარიამ საკოორდინაიცო საბჭოს ბრიფინგზე.

 

გახარიამ აღნიშნა, რომ გავა დრო და არავის ემახსოვრება ის, რასაც ახლა პოლიტიკურ კრიზისს ეძახიან, არც ის ვინ შევიდა პრლამენტში და ვინ თქვა უარი.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები