პოლიტიკა
29.12.20 14:00
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნის პოზიტიური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.
მისი თქმით, განსაკუთრებული ზიანი მიდგა ტურიზმის სექტორს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა.
„განსაკუთრებული დარტყმა ჰქონდა ტურიზმის სექტორს, რაც ქვეყნის ეკონომიკის 10%-ს შეადგენდა. 2019 წელს ტურიზმიდან ჩვენმა ეკონომიკამ 3,3 მილიარდი დოლარი მიიღო. აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე წელს 90%-მდე შემცირდება.
გასულ წელს, ექსპორტი 3,8 მილიარდი დოლარი იყო, თუმცა წელს დაახლოებით 10%-იანი შემცირება გვექნება.ჯამში, მხოლოდ ამ ორი სექტორიდან, საქართველოს ეკონომიკას 3 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააკლდა,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, დანაკლისი, ნაწილობრივ დააბალანსა საქართველოს მოქალაქეების ტურისტული ვიზიტებისა და იმპორტის შემცირებამ, მაგრამ სავაჭრო ბალანსი მაინც გაუარესდა, დაახლოებით, 700 მლნ დოლარით და 2 მილიარდ დოლარს მიაღწია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არც მომდევნო წელს არის მოსალოდნელი.
„სავაჭრო ბალანსის გაუარესებამ, გავლენა იქონია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზეც, რომლის მაჩვენებელი მიმდინარე წელს 9,7%-ის, ხოლო 2021 წელს 8,5%-ის დონეზეა პროგნოზირებული. პანდემიამ და მისგან გამომდინარე გაურკვევლობამ, მთელ მსოფლიოში გამოიწვია ინვესტიციების შემცირება, რაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელზეც აისახა.
მიმდინარე წელს, მოსალოდნელია მისი 30%-იანი შემცირება, რაც დაახლოებით, 400 მილიონი დოლარის დანაკლისია. სავაჭრო ბალანსისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის დანაკლისი 1,3 მილიარდი დოლარის, ხოლო მომდევნო წელს, დაახლოებით, 800 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24