პოლიტიკა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის შემადგენლობა განახლდა

29.12.20 14:20


საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, თბილისმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის შემადგენლობა განაახლა.

 

როგორც მან საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, კომისიის მუშაობა მომავალ წელს პრიორიტეტული მიმართულება იქნება.

 

„ყურადღების ცენტრში იყო აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი, სადაც შესაბამისი კომისიის ფარგლებში, ქართული მხარის მიერ მოძიებული და აზერბაიჯანის მხარისთვის გადაცემული იქნა ახალი დოკუმენტაცია.

ჩვენ სრულად განვაახლეთ კომისიის შემადგენლობა. მომავალ წელს ეს საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები