პოლიტიკა

ბიბილოვის თქმით, თავდაცვა უნდა გააძლიერონ, რათა ქართული დროშა არ აფრიალდეს

29.12.20 15:00


“სამხრეთ ოსეთმა მთიან -ყარაბაღში, სირიასა და მსოფლიოს სხვა “ცხელ წერტილებში” მომხდარი მოვლენები უნდა გააანალიზოს და გაიაზროს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ რომ ჩვენი თავდაცვის სამინისტრო სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური მიმართულებით განვითარდეს. ამის გარეშე ჩვენ ვერ წავალთ წინ და ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობაზე რთული იქნება საუბარი,”- განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა, დე ფაქტო პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთის თავდაცვის საკითხებზე შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას. 

 

“სამხრეთ ოსეთის თავდაცვისუნარიანობის კუთხით უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთკავშირი.

პირველ რიგში, ეს თანამშრომლობა იმისთვის უნდა არსებობდეს, რომ დღეს საქართველოში  გავაგებინოთ ზოგიერთ ადამიანს, რომ დატოვონ საკუთარი ამბიციები იმის შესახებ, რომ საქართველოს დროშა იფრიალებს აქ სადღაც.

წარსულში დაბრუნება არ იქნება. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც მზადაა დაიცვას საკუთარი მოსახლეობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბაზასთან და რუსეთის ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დანაყოფთან ერთად”.

 

ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აფხაზურ და ოსურ ოფიციალურ და სამოქალაქო წრეებში დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, თბილისმა, ისევე როგორც ბაქომ, ძალის გამოყენებით აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები