პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არანაირი რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები – ტრენდი მკვიდრდება, ღალატად უთვლიან ერთმანეთს, თუ ვინმე იტყვის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა

29.12.20 16:00


„არანაირი რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები – რაც არ უნდა გადაწიონ და მათი გადმოსახედიდან ჩვენთვის მომხიბვლელი იყოს წინადადება – 2022-ში, 2023-ში, 2024 წლის არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჩატარება თუ ა.შ. არანაირი მსგავსი საკითხი კატეგორიულად არ განიხილება მმართველ გუნდში. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყვეელაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდა სინამდვილეში. გვაჩვევენ და ცდილობენ, ჩვენც კი დავკომპლექსდეთ, რომ არჩევნები კარგად ჩატარდა – ეს ვერავინ ვერ უნდა გაბედოს. ასეთი ტრენდი მკვიდრდება, ღალატად უთვლიან ერთმანეთს, თუ ვინმე იტყვის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“.

 

ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისივე თქმით, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა შესაძლებლია და ოპოზიციას მხოლოდ „მსგავს თემებზე წაყვება“.

 

„ჩვენ ვერანაირ ვადამდელ და რიგგარეშე არჩევნებზე ვერასდროს ვერ ვილაპარაკებთ იმიტომ, რომ მართლები ვართ რეალურად. როდესაც რომელიმე ხელისუფლება კადრულობს და რაღაცას აყალბებს, მას ბევრ რამეზე მოუწევს წასვლა, მაგრამ, როდესაც ხელისუფლება მართალია, ანუ ჩვენ, ჩვენს პოზიციებს მყარად დავიცავთ და თუ რაიმეზე მივყვებით, იმიტომ მივყვებით, რომ მიგვაჩნია, აარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა შესაძლებელია და კიდევ უფრო მეტი, შესაძლებელია, თუნდაც ჩვენთვის რისკიანი, მაგრამ ღია, დემოკრატიული მექანიზმის ჩადება.

მსგავს თემებზე წავყვებით. სხვაზე – არა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები