პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი - ყველა ზომას გამოვიყენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებებს ყველა ფორმატში ადეკვატური რეაგირება მოჰყვეს

04.01.21 12:40


„ყველა ზომას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებებს ადეკვატური რეაგირება ყველა ფორმატში მოჰყვეს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა რუსეთის ინიციატივასთან დაკავშირებით განუცხადა, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხის დადგენას გულისხმობს.

 

ანრი ოხანაშვილის თქმით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება.

 

"ამიტომ, ამ ფარგლებში, რა რესურსი და რა მექანიზმებიც გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ. ყველა ზომას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთნ ერთად ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებებს ადეკვატური რეაგირება ყველა ფორმატში მოჰყვეს",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა დაევალა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები