პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს

04.01.21 14:40


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს.

ამის შესახებ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ერთი მხრივ, იდეალურად იქნება დაცული საზოგადოების უსაფრთხოება და მეორე მხრივ, პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპები.

 

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამნისტიის კანონპროექტზე, რომელზეც ძირითადად ორი კომიტეტი მუშაობს - ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტები. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს. ჩვენ უახლოეს დღეებში მივიღებთ და დავამტკიცებთ ამ კანონპროექტს; მივიღებთ გადაწყვეტილებას ამნისტიასთან დაკავშირებით, იმ იდეალურ წერტილში, სადაც საზოგადოების უსაფრთხოება და მეორე მხრივ, ჰუმანურობის და ადამიანის უფლებათა დაცვის, პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპები იქნება იდეალურად დაცული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

ცნობისთვის, „ამნისტიის შესახებ“ კანონრპოექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. არსებული პროექტის მიხედვით, ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა.

 

 

 

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები