პოლიტიკა

დავით სერგეენკო: მაიკ პომპეოს განცხადება არის ამერიკის სახელმწიფოს განცხადება, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენთვის

04.01.21 15:20


მაიკ პომპეოს განცხადება არ არის მისი პიროვნული დამოკიდებულება, არამედ ეს არის ამერიკის სახელმწიფოს განცხადება, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, პომპეოს განცხადება ამერიკის მხარდაჭერას გამოხატავს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მალე შეიცვლება და რა თქმა უნდა, არ ვიცი, ვინ იქნება ახალ ასეთ საკვანძო პოზიციებზე, მაგრამ მაიკ პომპეოს ეს განცხადება არ არის მისი პიროვნული დამოკიდებულება, არამედ ეს არის ამერიკის სახელმწიფოს განცხადება, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენთვის“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ Twitter-ზე გასული წლის რამდენიმე ვიზიტი და მათ შორის საქართველოში სტუმრობა გაიხსენა. მან საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გადაღებული ფოტოები შემდეგი ტექსტით გამოაქვეყნა: „გადავწყვიტე საქართველოს ვსტუმრებოდი და ჩვენი თავისუფლების მოყვარული მეგობრები იქაც გამემხნევებინა. მადლობა გიორგი გახარიას თბილი მიღებისთვის“.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები