პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა სახელმწიფოს სჭირდება

07.01.21 12:20


უალტერნატივოდ სწორია პარლამენტში ოპოზიციის შემოსვლა და შესაბამისად საპარლამენტო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა სჭირდება სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. მე ვთვლი, რომ ოპოზიციის წრეში აუცილებლად იქნებიან საღი აზრის მხარდამჭერი ჯგუფი, რომლებიც სწორ არჩევანს გააკეთებენ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებისთვის დეპუტატის უფლებამოსილების საკითხს კენჭი უყარა. რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა სამივე დეპუტატის ადგილმონაცვლე დაამტკიცა. ირმა ინაშვილის - ადგილმონაცვლეა გელა მიქაძე; გიორგი ლომიას ადგილმონაცვლეა - ფრიდონ ინჯია; გოჩა თევდორაძის - ადგილმონაცველა დავით ზილფიმიანი.

 

გელა მიქაძემ, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესულმა კიდევ ერთმა დეპუტატმა, ავთანდილ ენუქიძემ ახალი პარტიის, „ევროპელი სოციალისტების“ შექმნა დააანონსეს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები