პოლიტიკა

ალექსანდრე ლომაია: 2012 წლის საქართველო, როგორც მაგალითი აშშ-სთვის

07.01.21 13:30


საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ალრქსანდრე (კახა) ლომაია აშშ-ში აგნვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში Facebook ეხმაურება, სადაც აცხადებს რომ 2012 წლის საქართველო არის მაგალითი აშშ-სთვის და ამის შესახებ ამერკელი სენატორის ჯან შაჰნის მიერ წარმოთქმული სიტყვის ციტირება მოჰყავს:

 

“2012 წლის საქართველო, როგორც მაგალითი აშშ-სთვის
ამ წუთებში აშშ სენატში გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების სერტიფიცირების პროცედურა. სენატორმა ჯან შაჰინმა მისაბაძ მაგალითად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ 2012 წელს “ქართული ოცნებისთვის” ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა დაასახელა. “დემოკრატიის უმაღლესი წერტილი არა ძალაუფლების მოპოვება, არამედ, მისი მშვიდობიანი გადაცემაა”, განაცხადა სენატორმა. “მე და ჩემი კოლეგები 2012 წელში საქართველოში ვიმყოფებოდით და გავხდით მოწმენი იმისა, თუ დემოკრატიული არჩევნების შედეგად როგორ გადასცა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილმა მილიარდერ-ოლიგარქ ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ “ქართულ ოცნებას”, – წერს ალექსანდრე ლომაია.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები