პოლიტიკა

შანტაჟის ნაცვლად რაციონალური წინადადებით მოვიდნენ - ოპოზიცია მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე

08.01.21 16:30


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზადაა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის.

როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზალიკო უდუმაშვილი განმარტავს, რომ ახლა მთავარია ხელისუფლება რაციონალური წინადადებით მოვიდეს."როდის გაიმართება მე-5 რაუნდი, არანაირი პროგნოზი არ არსებობს, ეს დამოკიდებული იმაზე, ხელისუფლება მოვა თუ არა რაციონალური წინადადებით.

 

რაც შეეხება გაჭიანურებას, ვფიქრობ ამის მიზეზია შემდეგი - ჯერჯერობით არაა ქართული ონცება იმ წინადადებაზე ჩამოყალიბებული რაც ოპოზიციას უნდა წარუდგინის. ასევე, შესაძლოა მმართველ პარტიაში იმედი აქვთ, რომ ვიღაცასთან დალაპარაკებასა და დაშანტაჟებას შეძლებენ პარლამენტში რომ შეიყვანონ.

 

ჩვენ ველოდებით მე-5 რაუნდის ჩანიშნვას და ნებისმიერ დროს მზად ვართ საუბროსთვის" - აცხადებს უდუმაშვილი.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები