პოლიტიკა

სოხუმს არ სჭირდება თბილისის დახმარება - სერგეი შამბა

08.01.21 17:00


კუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა სერგეი შამბამ გაგრაში გაჩენილი ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში თბილისს დახმარებაზე უარი განუცხადა. მისი თქმით, ხანძრის ლოკალიზებას დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ძალებით მოახერხებს:"სოხუმს არ სჭირდება დახმარების მიღება თბილისიდან, რათა მოხდეს ტყეში არსებული ხანძრის ლოკალიზება,"- განაცხადა შამბამ.

 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერები რამდენიმე დღეა ვრცელდება. ცეცლი ჯერ გალში გაჩნდა, ორი დღეა კი გაგრაში მძვინვარებს. ამ დღეების განმავლობაში ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას არა ერთხელ შესთავაზა დახმარება.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები