პოლიტიკა

საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველ კვირაში - კობახიძე არჩევნების შედეგების გადამოწმებაზე

11.01.21 14:40


"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია თებერვლის პირველ კვირაში შეიქმნება.


მისი თქმით, "ოცნება" ოპოზიციას სთავაზობს ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობასა და ის საქმიანობაში, რათა ნათელი მოჰფინონ სიმართლეს არჩევნებთან დაკავშირებით.

კობახიძის განმარტებით, გადაამოწმებენ იმდენ საარჩევნო უბნის მონაცემები, რამდენიც საჭიროდ ჩაითვლება სიმართლის დასადგენად.

 

"ოპოზიციას ვთავაზობთ, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობასა და ის საქმიანობაში, რათა ნათელი მოვფინოთ სიმართლეს არჩევნებთან დაკავშირებით. გადავამოწმოთ იმდენი საარჩევნო უბნის მონაცემები, რამდენიც საჭიროდ ჩაითვლება სიმართლის დასადგენად. საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველ კვირაში და მის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვევთ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მათ შორის, ეუთო/ოდირს. ძალაში რჩება ჩვენი პირობა, რომ თუნდაც 1%-იანი გადახრის შემთხვევაში მმართველი პარტია დაუყონებლივ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, პირადად მე კი, როგორც "ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას", - ამბობს კობახიძე.

 

შეგხასენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდა მიდის.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები