პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - პირველი ოპოზიციური პარტია პარლამენტში უკვე წარმოდგენილია - ველით, სხვა პარტიებს

11.01.21 16:20


პირველი ოპოზიციური პარტია პარლამენტში უკვე წარმოდგენილია - ველით, სხვა პარტიებს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

 

ამ კონტექსტში თალაკვაძემ აღნიშნა ისიც, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხზე კონსესუსი “თითქმის არსებობს“, რაც მისივე თქმით, ჯანსაღი ოპოზიციური პარტიებისთვის კარგი არგუმენტია, თუ რატომ უნდა შევიდნენ პარლამენტში.

 

„როგორც ხედავთ, პარლამენტში პირველი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილია.

მსურს კიდევ ერთხელ მივმართო იმ ოპოზიციონერებს, ვინც არჩევნებში ხალხის მხარდაჭერა მიიღო: - დღეს კიდევ ერთხელ არის დროს, როცა მათ უნდა გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებას, რაც რადიკალური ოპოზიციის ზეწოლის პირობებში, პოლიტიკური ჩანტაჟის ქვეშ მიიღეს. შემოუერთდნენ საპარლამენტო პროცესს!

დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობის ბოიკოტირება არის პოლიტიკური შეცდომა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები